Saturday, April 12, 2014

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: გრანტის განაწილების წესი

პროექტის მთავარი თემა: უმაღლეს სასწავლებელში წამახალისებელი თანხების განაწილების რაიმე წესის მოფიქრება  და დასაბუთება;




პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს  მოსწალეებმა მიიღონ მისთვის საინტერესო თეორიული ცოდნა; ჩამოუყალიბდებათ ოპტიმალური ვარიანტის შერჩევის უნარ-ჩვევა.

პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ რეალური ვითარების მოდელირებისათვის საჭირო მონაცემების მოპოვებას, ირჩევენ ეფექტიან სტრატეგიას და მოკლედ აღწერენ პრობლემის გადაჭრის გზას.

მისაღწევი შედეგი:

მათ.XII.8.წარმოადგენს მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და ახდენს მათ ინტერპრენტაციას.

მათ.XII.4.იყენებს დისკრეტული მათემატიკის მეთოდებს მოდელირებისას და პრობლემის გადაჭრისას.

შედეგი თვალსაჩინოა , თუ მოსწავლე:

·         არჩევს მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმებს ,ასაბუთებს თავის არჩევანს, აგებს და განმარტავს ცხრილებს/დიაგრამებს.
·         პრობლემის გადაჭრისას იყენებს ალგორითმებს და ტექნოლოგიებს.

მონაწილეთა ასაკი:  17 წელი

პროექტის ხანგრძლივობა  3 დღე

პროექტისთვის საჭირო რესურსი : სახელმძღვანელო, კომპიუტერი.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1 _ მოსწავლეებთან ერთად საპროექტო თემის არჩევა;

აქტივობა 2 _ ჯგუფებად დაყოფა, ჯგუფებისთვის დავალებების მიცემა;

 ჯგუფი I  _ მოიძიონ მოსწავლეებმა ინფორმაცია გრანტების განაწილების შესახებ;

ჯგუფი II _ მოიფიქრონ წამახალისებელი  თანხების  განაწილების  რაიმე წესი;

ჯგუფი III- მოსწავლეები გაარკვევენ:

1)      რა საშუალო ქულა უნდა ქონდეს სტუდენტს,რომ მიიღოს 50 ლარი; 100 ლარი; 150 ლარი ?
2)      სტუდენტების რა რაოდენობას ერგება 150 ლარი;  100 ლარი; 50 ლარი?
აქტივობა 3-პრეზენტაცია
ჯგუფები გააკეთებენ პრეზენტაციას, გაიმართება დისკუსია ,აირჩევენ ეფექტიან სტრატეგიას და გადაჭრიან პრობლემას.

შეფასება

შეფასების კრიტერიუმები
5-6
დაბალი
7-8
საშუალო
9-10
მაღალი
საშინაო დავალება
ვერ ახერხებს პრობლემის დამოუკიდებლად დასმას
ახერხებს პრობლემის დამოუკიდებლად დასმას, უჭირს ფორმულირება მათემატიკურ ენაზე საშუალოდ იყენებს ტექნიკურ მოწყობილობებს საჭირო სიტუაციაში.
კარგად ართმევს თავს პრობლემის დამოუკიდებლად დასმას, მის ფორმულირებას მათემატიკურ ენაზე და
ადეკვატურად იყენებს ტექნიკურ საშუალებებს.
დისკუსია
ვერ ახერხებს  საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტირებულად დასაბუთება.
აქტიურადაა ჩართული მიღებული გადაწყვეტილების სისწორისა და ეფექტიანობის დასაბუთებაში.
პრეზენტაცია
ცდილობს გააკეთოს ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება  მიიპყროს აუდიტორიის ყურადღება მაგრამ ვერ ახერხებს.
უჭირს ინფორმაციის ინტერპრეტაცია,
 ნაწილობრივ ახერხებს
 აუდიტორიის ყურადღების მიქცევას.
კარგად ახერხებს სხვადასხვა გზით წარმოდგენილი ინფორმაციის ინტერპრეტაციას, აკავშირებს  მათ ერთმანეთთან, იყენებს ტექნიკურ საშუალებებს აუდიტორიის  და საკითხის გათვალისწინებით.


10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტი.

11 პროექტის ხელმძღვანელი მაია თვალაბეიშვილი

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maiatvalabeishvili@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: maiatvalabeishvili.blogspot.com