პროექტის სახელწოდება: გრანტის განაწილების წესი
პროექტის მთავარი თემა: უმაღლეს სასწავლებელში წამახალისებელი
თანხების განაწილების რაიმე წესის მოფიქრება
და დასაბუთება;
პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწალეებმა მიიღონ მისთვის საინტერესო თეორიული
ცოდნა; ჩამოუყალიბდებათ ოპტიმალური ვარიანტის შერჩევის უნარ-ჩვევა.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ რეალური ვითარების
მოდელირებისათვის საჭირო მონაცემების მოპოვებას, ირჩევენ ეფექტიან სტრატეგიას და მოკლედ
აღწერენ პრობლემის გადაჭრის გზას.
მისაღწევი შედეგი:
მათ.XII.8.წარმოადგენს
მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და ახდენს მათ ინტერპრენტაციას.
მათ.XII.4.იყენებს
დისკრეტული მათემატიკის მეთოდებს მოდელირებისას და პრობლემის გადაჭრისას.
შედეგი თვალსაჩინოა , თუ მოსწავლე:
·
არჩევს მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმებს
,ასაბუთებს თავის არჩევანს, აგებს და განმარტავს ცხრილებს/დიაგრამებს.
·
პრობლემის გადაჭრისას იყენებს ალგორითმებს და ტექნოლოგიებს.
მონაწილეთა ასაკი: 17 წელი
პროექტის ხანგრძლივობა 3 დღე
პროექტისთვის საჭირო რესურსი : სახელმძღვანელო, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1 _ მოსწავლეებთან ერთად საპროექტო თემის არჩევა;
აქტივობა 2 _ ჯგუფებად დაყოფა, ჯგუფებისთვის დავალებების
მიცემა;
ჯგუფი I
_ მოიძიონ მოსწავლეებმა ინფორმაცია გრანტების განაწილების
შესახებ;
ჯგუფი II
_ მოიფიქრონ წამახალისებელი თანხების განაწილების
რაიმე წესი;
ჯგუფი III-
მოსწავლეები გაარკვევენ:
1)
რა საშუალო ქულა უნდა ქონდეს სტუდენტს,რომ მიიღოს
50 ლარი; 100 ლარი; 150 ლარი ?
2)
სტუდენტების რა რაოდენობას ერგება 150 ლარი; 100 ლარი; 50 ლარი?
აქტივობა 3-პრეზენტაცია
ჯგუფები გააკეთებენ პრეზენტაციას, გაიმართება დისკუსია ,აირჩევენ ეფექტიან
სტრატეგიას და გადაჭრიან პრობლემას.
შეფასება
შეფასების კრიტერიუმები
|
5-6
დაბალი
|
7-8
საშუალო
|
9-10
მაღალი
|
საშინაო დავალება
|
ვერ ახერხებს პრობლემის დამოუკიდებლად
დასმას
|
ახერხებს პრობლემის დამოუკიდებლად
დასმას, უჭირს ფორმულირება მათემატიკურ ენაზე საშუალოდ იყენებს ტექნიკურ მოწყობილობებს
საჭირო სიტუაციაში.
|
კარგად ართმევს თავს პრობლემის
დამოუკიდებლად დასმას, მის ფორმულირებას მათემატიკურ ენაზე და
ადეკვატურად იყენებს ტექნიკურ საშუალებებს.
|
დისკუსია
|
ვერ ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
|
უჭირს საკუთარი გადაწყვეტილების
არგუმენტირებულად დასაბუთება.
|
აქტიურადაა ჩართული მიღებული გადაწყვეტილების
სისწორისა და ეფექტიანობის დასაბუთებაში.
|
პრეზენტაცია
|
ცდილობს გააკეთოს ინფორმაციის ერთმანეთთან
დაკავშირება მიიპყროს აუდიტორიის ყურადღება
მაგრამ ვერ ახერხებს.
|
უჭირს ინფორმაციის ინტერპრეტაცია,
ნაწილობრივ ახერხებს
აუდიტორიის ყურადღების მიქცევას.
|
კარგად ახერხებს სხვადასხვა გზით
წარმოდგენილი ინფორმაციის ინტერპრეტაციას, აკავშირებს მათ ერთმანეთთან, იყენებს ტექნიკურ საშუალებებს
აუდიტორიის და საკითხის გათვალისწინებით.
|
10. საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტი.
11 პროექტის ხელმძღვანელი მაია თვალაბეიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
maiatvalabeishvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
maiatvalabeishvili.blogspot.com